
აღწერა
19 ნოემბერს, აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა სამშენებლო კომპანია „ნიკოლმანის“ დამფუძნებელ, ვახო ნიკოლავასთან. შეხვედრაზე ვისაუბრებთ ბიზნესის დაწყების, განვითარებისა და მართვის მნიშვნელოვან ასპექტებზე, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც მეწარმეები ბიზნესსაქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე აწყდებიან. ვახო ნიკოლავა მონაწილეებს საკუთარ ბიზნესგამოცდილებას გაუზიარებს და განიხილავს საკითხებს, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები მეწარმეებისთვის, სტარტაპერებისა და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები, ჩაერთონ დისკუსიაში და მიიღონ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რჩევები. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება