
აღწერა
24 ოქტომბერი - MGZAVREBI განსაკუთრებული ატმოსფერო, განახლებული რეპერტუარი და მონატრებული სიმღერები. 24 ოქტომბერს წარმოგიდგენთ, ყველასათვის საყვარელი ჯგუფი "მგზავრები"-ს კონცერტს, აკადემიაში. საღამოს გახნის დიჯეი, DICHO. ჯგუფი "მგზავრები" 2006 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის მანძილზე ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა შემადგენლობის თვალსაზრისით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ "მგზავრები" მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი გამხდარიყო. "მგზავრები"-ს მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები. ჯგუფს არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი და გადაღებული აქვს არაერთი მუსიკალური ვიდეოც. ჯგუფი "მგზავრები" დღემდე აქტიურად განაგრძობს კონცერტების გამართვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კარის გახსნა: 21:00 მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: 595 050 002 ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით) მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან. აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება