
აღწერა
რეჟისორი - თეიმურაზ დვალი მხატვარი - ნანა მირიანაშვილი კომპოზიტორი - დაჩი დოდაშვილი დრამატურგი - ლია მოლარიშვილი მსახიობები - ნუცა აბაშიძე, თორნიკე ბელთაძე, ლადო კოკაია, ზურა ზურაბაშვილი სპექტაკლი წარმოდგენილია ციფრული თეატრალური ფესტივალის „MOOZ-ART“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას უწევს ციფრული თეატრი „ავნევი“. 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის უკანასკნელი საათები. ომის აპოკალიფსურ ქაოსში, სარდაფში, 13 წლის აფხაზი გოგონა დაჭრილ ქართველ ბიჭს მალავს. იზოლირებულ მიკროსამყაროში, სადაც გარეთ სიძულვილი და ნგრევა მეფობს, ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის უცნაური, ღრმა სულიერი კავშირი და ნამდვილი თავისუფლება იბადება. ეს არის ემოციური და დაძაბული ამბავი ადამიანობაზე, თავგანწირვასა და სიყვარულზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაზე საშინელ წყვდიადშიც კი შესაძლებელია სინათლის გადარჩენა.