
აღწერა
ესტატე პაპას სახლის სხვენზე მცხოვრები წრუწუნების ამბავი საუკუნეზე მეტი ხნის წინ ბავშვებს დიდმა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ უამბო. ადამიანების მსგავსად, თაგუნებიც შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ერთ დღეს ისინი მათთვის უცნობ ნივთს — სათაგურს გადააწყდებიან და სწორედ ამ დროს იწყება ფიცხელას, ცქმუნას, კუდას, ფხორას, ხიფათას და სხვა წრუწუნების დაუვიწყარი თავგადასავალი. სახელგანთქმულ თაგვს, ფიცხელას, სათაგურში გამოამწყვდევენ, ხოლო მისი ერთგული მეგობრები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ასაკი: 8+ ჟანრი: ზღაპარი ენა: ქართული რეჟისორი: ოთარ ბაღათურია ავტორი: ვაჟა-ფშაველა მხატვარი: მაია სხირტლაძე კომპოზიტორი: მიხეილ ზაქარიაშვილი ქორეოგრაფი: გია მარღანია რეჟისორის ასისტენტები: ქეთი ქანთარია, თამაზ ქარაული მსახიობები: ლევან კაციაშვილი, ლაშა გრძელიძე, ხატია მელქაძე, ელენე დარჩია, სალომე წურწუმია, ნანა ვარამაშვილი, მერაბ შარიქაძე, ვახტანგ ახალაძე, პაატა კიკვაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ხათუნა ბერძენიშვილი, ასმათ ქურციკიძე, ნინო შუშიაშვილი, რამონა მიქელაძე, მაკა ბარდაველიძე, სოფო ფერაძე, ბადრი გვაზავა, მალხაზ შაყულაშვილი, გიორგი გოგიშვილი, ზურაბ არუსია, დევი რეხვიაშვილი, რატი ნავაძე, ლუკა ჩაჩხიანი, ტასო როსტომაშვილი, კატო და ირაკლი თავაძეები ხანგრძლივობა | 70 წუთი