
მურმან ჯინორიას სალონური საუბრები და პოეზიის საღამო
- როდის
აღწერა
21 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება მურმან ჯინორიას სალონური საუბრები და პოეზიის საღამო, რომელიც ქართველ სიმბოლისტ პოეტს, ტერენტი გრანელს ეძღვნება. ტერენტი გრანელი ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა. მისი ლექსებისთვის დამახასიათებელია სევდა, მარტოობა, დროის წარმავლობის განცდა, სიკვდილზე ფიქრი, სიყვარული და ადამიანის შინაგანი სამყაროს ძიება. გრანელის პოეზიაში პირადი განცდები ხშირად სამყაროსა და არსებობის შესახებ ფართო კითხვებად გარდაიქმნება. პოეზიის საღამო სწორედ გრანელის პოეზიას მიეძღვნება, რომლის განმავლობაშიც მურმან ჯინორია ისაუბრებს პოეტის ცხოვრებაზე, მის შემოქმედებით სამყაროსა და იმ განცდებზე, რომლებმაც გრანელის პოეზიას განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა ქართულ ლიტერატურაში. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება