soon.ge

ნატო დავითაშვილი - „მითებიდან ფენტეზამდე"

როდის

აღწერა

19 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები მწერალ ნატო დავითაშვილთან თემაზე: „მითებიდან ფენტეზამდე". ლექცია „მითოლოგია და ფენტეზი“ ეძღვნება მითოსის, არქეტიპებისა და სიმბოლოების როლს ფენტეზის ჟანრში და იმ გზებს, რომლითაც მითოლოგიური მასალა შეიძლება იქცეს თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს საფუძვლად. შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება მითოლოგიური სიუჟეტების, გმირებისა და სიმბოლო-ხატების გამოყენება ფენტეზის ტექსტის შექმნისას, რა განასხვავებს უბრალოდ გალიტერატურებულ მითს სრულფასოვანი ფენტეზისგან და როგორ შეიძლება ავტორმა ტრადიციული მითოლოგიური მოტივები გადაამუშაოს, გარდაქმნას ან სრულიად ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინოს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ და აფხაზურ მითოლოგიას, არქეტიპებს, სიმბოლოებსა და მითოსური მასალის შემოქმედებით დამუშავებას. შეხვედრას პრაქტიკული ნაწილიც ექნება - მონაწილეები ერთობლივად შეეცდებიან მითის ან მითოლოგიური გმირების საფუძველზე ახალი ფენტეზის სიუჟეტის შექმნას. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ნატო დავითაშვილი - „მითებიდან ფენტეზამდე" — ბილეთები · 19 სექტემბერი, 2026 · soon.ge