
აღწერა
ენა: ქართული ხანგრძლივობა: 45 წუთი ავტორი: ირაკლი იორამაშვილი რეჟისორი: ირაკლი იორამაშვილი სიმღერის ტექსტის ავტორი: დალი თედორაძე მხატვარი: მერი დარცმელიძე მუსიკალური გაფორმება: ირმა გოგელია რეჟ. ასისტენტი: ნინო მუხაშარია მონაწილეობენ: სალომე ცაგურია, სალომე დოლიძე, ეკატერინე გვარამია, ვანო მაღლაკელიძე ყველა თაობისთვის საყვარელი ზღაპარი „ნაცარქექია,” ახალი ინტერპრეტაციით გათამაშდება. ნაცარქექია, ყოველთვის ბუხართან ზის და ნაცარს ქექავს, ცოლი მას დღენიადაგ ეჩხუბება, რადგან ნაცარქექიას არ შეუძლია ფიზიკური შრომა. ერთ დღესაც, ნაცარქექია თავისი მოხერხებულობით ამარცხებს დევს და ტყეში მცხოვრებ ფერიებს ჯადოსნურ სამკაულს უბრუნებს. წარმოდგენა მსახიობებისა და თოჯინების შერეული სინთეზით დაუვიწყარ სანახაობას გვთავაზობს და 45 წუთის მანძილზე გვამოგზაურებს ფერად სამყაროში. სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: რწმენა, მონდომება, ერთმანეთის პატივისცემა და თანადგომა. სარეკომენდაციო ასაკი: 3+ ხანგრძლივობა: 45 წუთი