soon.ge

ნინო ქათამაძე @ dedaena bar

როდის

აღწერა

არის ამბები, რომლებსაც დიდხანს ვერ შეინახავ — გინდა, უცებ ყველას მოუყვე. დედაენის ბარში ნინო ქათამაძე დაუკრავს. მასთან ერთად — ხუთი მუსიკოსი, ჩვენი მეგობრები, რომელთა მოსმენაც სულ გვიხარია. უკვე წარმოგვიდგენია: ჩვენი პატარა სცენა, ნინოს ხმა, მუსიკოსები ხელის გაწვდენაზე და გარშემო ნაცნობი სახეები. ნინოს ასე უშუალოდ მოსმენა იშვიათად გამოდის. აქ კი სცენასა და მსმენელს შორის ისედაც ორიოდე ნაბიჯია — ცოტა ხანში ალბათ აღარც გვემახსოვრება, ვინ სად ვდგავართ. დაიკვრება „ლილატ“, ნინოს ახალი ალბომი. უფრო ისე, მეგობარმა ახალი მუსიკა რომ მოგიტანოს და ერთი სული ჰქონდეს, მოგასმენინოს. ოღონდ ამჯერად თვითონვე დაგვიკრავენ. ჩვენთვის დიდი ამბავია, ჩვენს პატარა ოთახში რომ უნდა მოხდეს. გვიხარია, რომ თქვენც აქ იქნებით. ნინო ქათამაძე — ვოკალი ხონძი — საქსოფონი გიგი ცინცაძე — გიტარა პაპუნა შარიქაძე — კლავიში ლევან დეისაძე — ბასი ალექსანდრე ჯაფარიძე — დრამი ______________ Entrance 30 GEL 1+1 ON SPECIAL COCKTAILS TILL 22:00 FACE AND AGE CONTROL [18+] აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ნინო ქათამაძე @ dedaena bar — ბილეთები · 15 ნოემბერი, 2026 · soon.ge