
ოჰ, ღმერთო!
- როდის
აღწერა
ისრაელელი დრამატურგის ანათ გოვის (1953–2012) პიესა „ოჰ, ღმერთო!“ იუმორითა და სევდით მოგვითხრობს ერთი უჩვეულო შეხვედრის შესახებ - ათეისტ ფსიქოლოგ ქალს თავად ღმერთი სტუმრობს, თუმცა არც ისე, როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ: იგი მისი პაციენტის ამპლუაში ჩნდება.კაცობრიობაზე განაწყენებული და დაღლილი ღმერთი ფსიქოლოგთან მიდის, რათა მისთვის დამახასიათებელი პროფესიული მეთოდებით თავი დააღწიოს ერთ აკვიატებულ ფიქრს - მეორედ მოსვლის სურვილს. ერთი შეხედვით აბსურდული და სახალისო სიტუაცია თანდათან სერიოზულ საუბრად იქცევა ადამიანზე, მის რწმენაზე, არჩევანსა და სამყაროში საკუთარ ადგილზე.სპექტაკლი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა რელიგია და რწმენა, ადამიანის სულიერი სამყარო, პიროვნების თავისუფლება, ფემინიზმი და თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის ადგილი. წარმოდგენა არ გვთავაზობს მზა პასუხებს - პირიქით, მაყურებელს საკუთარ შეხედულებებზე დაფიქრებას უბიძგებს და გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე რთულ კითხვებზე პასუხის ძიება თავად არის მნიშვნელოვანი.