soon.ge
ტურიზმი

ოქროსფერი კახეთი | ერთდღიანი ტური

როდის
სად
Tbilisi

აღწერა

ECO ADVENTURE GEORGIAგთავაზობთ ერთდღიან მოგზაურობას შემოდგომის კახეთში – მხარეში, სადაც ოქროსფერი ვენახები, ისტორიული ქალაქები, ქართული ღვინის კულტურა და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის.ჩვენი მეგზური გოგა ჩანადირი იქნება – ინტელექტუალი, მოაზროვნე და მოგზაური, რომლის გამოცდილება და საინტერესო მონათხრობი კახეთის ისტორიისა და კულტურის გაცნობას კიდევ უფრო შინაარსიანსა და შთამბეჭდავს გახდის.მოვინახულებთ სიყვარულის ქალაქ სიღნაღს, ისტორიულ ხირსის მონასტერსა და ბოდბის წმინდა ნინოს სავანეს. დღის განსაკუთრებული ნაწილი კი კახეთის გულში მდებარე მეღვინეობაში გველოდება, სადაც დავაგემოვნებთ საუკეთესო ღვინოებს, ჩავერთვებით კულინარიულ მასტერკლასში და ბოლოს, ტრადიციული კახური სადილით გაგვიმასპინძლდებიან.ტურის თარიღი:15 ნოემბერიგასვლა თბილისიდან, ველოსიპედის ძეგლიდან – 09:00 საათზე;თბილისში დაბრუნება – დაახლოებით 21:30–22:00 საათზე.მარშრუტი:თბილისი – სიღნაღი (ისტორიული ცენტრი) – "კარდენახის მამული" – ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი – ხირსის მონასტერი – თბილისი.ტურის ღირებულება:200 ₾ - 1 პერსონაზეფასში შედის:კომფორტული ტრანსპორტირებამაღალკვალიფიციური მეგზურის მომსახურება – გოგა ჩანადირიმეღვინეობის დათვალიერებაქართული ღვინის დეგუსტაციაკულინარიული მასტერკლასიტრადიციული კახური სადილიტურისტული მარშრუტით გათვალისწინებული ვიზიტები და გაჩერებებიმნიშვნელოვანი ინფორმაცია:რეკომენდებულია კომფორტული ფეხსაცმელი და შემოდგომის ამინდის შესაბამისი ტანსაცმელი.ამინდისა და გარემო პირობების გათვალისწინებით შესაძლოა მარშრუტში შევიდეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.ტურში მონაწილეთა რაოდენობა: მინიმალური – 10; მაქსიმალური – 20.ლოკაციაღონისძიების ძირითადი ლოკაცია: სიღნაღი – ისტორიული ცენტრი.ტურის მარშრუტი:თბილისი – სიღნაღი (ისტორიული ცენტრი) – "კარდენახის მამული" (Kardenakhi Estate) – ხირსის მონასტერი – ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი – თბილისი.დამატებითი ინფორმაციისთვის:ტელ.: +995 598 43 70 33E-mail: [email protected]შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ კახეთი მისი ოქროსფერი შემოდგომით, ისტორიით, ღვინითა და ტრადიციებით!

ოქროსფერი კახეთი | ერთდღიანი ტური — ბილეთები · 15 ნოემბერი, 2026 · soon.ge