soon.ge
სხვა

ფასკუნჯის გარდასახვები

როდის

აღწერა

ხომალდი 369 ვოისი: ma8iam__ გიტარა, ელექტრონიკა: Progenol დრამი: ირაკლი ჭოლაძე კლავიატურა, ელექტრონიკა: Bgerosani ილუსტრატორი: ირაკლი ჩხარტიშვილი ოპერატორი: ზვიად გამსახურდია ფილმის მსახიობი: ირაკლი ჩხარტიშვილი ვიდეო: Animatek, ვანესა ფერნანდეს, Progenol დემეტრე გამსახურდიას პროდუქცია “ფასკუნჯის გარდასახვები” არის მუსიკალური ივენთი, სადაც ბგერა, რიტმი, სიტყვა და სურათი ერთიან გამოცდილებად იქცევა. ვიდეოპროექციის, სცენური ელემენტების, წარმოთქმული ტექსტების და მუსიკალური შესრულების სინთეზის მიზანია, პუბლიკა ამოგზაუროს იმ ჰიპერრეალისტურ შინაგან სივრცეებში, რომლებსაც მითოლოგიაში ქვესკნელი და ზესკნელი ეწოდებათ. რა არის თავად ფასკუნჯი? ის მისტიური ფრინველია ქართული მითოლოგიიდან. უძველეს საქართველოში სწამდათ, რომ მას სამზეოზე აჰყავს ქვესკნელში მოხვედრილი ადამიანი. ფასკუნჯის განუყრელი მოპირდაპირეა გველეშაპი. მათი საერთო საცხოვრებელი ადგილი სიცოცხლის ხეა: კენწეროზე ფასკუნჯს ბუდე აქვს და ბარტყებს ზრდის, ხოლო ხის ძირში მისი მტერი, გველეშაპი იცდის: რიგ-რიგობით სანსლავს მის ბარტყებს. შეწუხებულ ფასკუნჯს მშველელად ევლინება ადამიანი, რომელიც თავადაა გასაჭირში. ადამიანი ამარცხებს გველეშაპს, უფატრავს მუცელს და ბარტყებს უბრუნებს ფასკუნჯს. ფასკუნჯი ზურგზე ისვამს ადამიანს და ზესკნელში აჰყავს. ადამიანი მოშიებულ ფრთოსანს გზაში საკუთარი ბარძაყის ხორცით კვებავს, თუმცა სამზეოზე ასვლისას ფასკუნჯი ნაკრტენით უმრთელებს ჭრილობებს. ადამიანის მოგზაურობა იწყება ქვესკნელის შვიდ სფეროში ჩასვლით. შემდეგ ფასკუნჯის შემწეობით აღზევდება ზესკნელის შვიდ სფეროში. ერთი მათგანია ცორანო. რა არის ცორანო? ის განზომილებაა, სადაც ფასკუნჯს ჭირანოს შემდეგ აჰყავს ადამიანი. ჭირანოს, პირველი ზესკნელისგან განსხვავებით, სადაც მთვარის იდუმალი, გამჭვირვალე ნათება ერწყმის ადამიანს, ცორანო უფრო სწრაფი და მოძრავი ადგილია. ჯუმასთან, იგივე მერკურთან დაკავშირებული მეორე ზესკნელი ცორანო მუდმივი გარდაქმნის პროცესშია. მისი ციალა, გამჭოლი ნათება ცოცხალი აზრების კონსტრუქტებისგან შედგება. აქ სუფევენ აზროვნების და აღდგენის მექანიზმებიც. ქვესკნელი ადამიანისგან არამარტო გველეშაპის დამარცხებას მოითხოვს. ქვესკნელის მდგომარეობა იწვევს ყველა იმ თვისების განადგურებას, რაც ზესკნელის ნათებას არ შეესაბამება. ადამიანს ისინი გველის პერანგივით ძვრება. ამგვარი გარდასახვა აძლევს ფასკუნჯს ძალას, რომ ადამიანი ზესკნელში აიყვანოს. ფასკუნჯის და ადამიანის მოგზაურობა ცნობიერების ამაღლების გამოხატულებაა. ისაა შინაგანი ევოლუციის იერსახე, რომელიც მოგვიწოდებს, სიკვდილის ძალების გარდასახვით განახლებული სიცოცხლის გამარჯვება განვიცადოთ როგორც სამყაროში, ასევე საკუთარ თავში. ასაკი: 14+

ფასკუნჯის გარდასახვები — ბილეთები · 23 სექტემბერი, 2026 · soon.ge