
„ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები".
- როდის
აღწერა
26 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - „ფენტეზი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძესთან თემაზე: „ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები". ლექცია ფენტეზის ჟანრის წინამორბედებს ეძღვნება იმ ლიტერატურულ და კულტურულ საფუძვლებს, რომლებმაც თანამედროვე ფენტეზის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. შეხვედრაზე საუბარი შეეხება მე-19 საუკუნის გოთიკურ რომანს, შუა საუკუნეების ლიტერატურის ცალკეულ ფორმებსა და ევროპულ ზღაპრებს და იმას, თუ როგორ იქცა ეს ტრადიციები ჯერ გოთიკური რომანის, შემდეგ კი ფენტეზის ჟანრის განვითარების საფუძვლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ ლიტერატურულ ტექსტებსა და იმ დეტალებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია როგორც ფენტეზის მკითხველისთვის, ისე ავტორისთვის. ლექციის ფარგლებში ასევე განიხილება მითოსური და რაციონალური აზროვნების განსხვავება და ის, თუ რატომ არის ამ ორი ხედვის გააზრება მნიშვნელოვანი ფენტეზის ტექსტის სრულფასოვანი წაკითხვისა და შექმნისთვის. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება