
აღწერა
„პეპი გრძელწინდა“ — ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით შექმნილი მუსიკალური თეატრალური წარმოდგენაა. მოემზადეთ მხიარული, მუსიკალური და თავგადასავლებით სავსე სამყაროსთვის, სადაც ყველაფერი შესაძლებელია! დაუვიწყარი პეპი გრძელწინდა, მისი მეგობრები ტომი და ანიკა და ბასტი ბუბუს საყვარელი პერსონაჟები მაყურებელს ფერად, მხიარულ მუსიკალურ და ჯადოსნურ მოგზაურობაში ეპატიჟებიან. ეს არის წარმოდგენა მეგობრობაზე, თავისუფლებაზე, ფანტაზიასა და ბავშვობის უსაზღვრო შესაძლებლობებზე, რომელიც პატარა მაყურებელს უამრავ დადებით ემოციას აჩუქებს. ზღაპარს მაყურებელს ნუცა თოფურია მოუყვება, რომელიც წარმოდგენაში ფერიის როლს ასრულებს ყველაფერი ზღაპრით იწყება წარმოდგენაში მონაწილეობენ: ნუცა თოფურია — ფერია ფერიების სკოლა დოდი გიო ბასტი ბუბუ ბავშვები ასაკობრივი რეკომენდაცია: 3–15 წელი (ბილეთის შეძენა სავალდებულოა 5 წლიდან) აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება