
პიროვნული ტრანსფორმაციების ფსიქოლოგიური ანალიზი
- როდის
აღწერა
23 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ ლაშა კილაძესთან თემაზე: „პიროვნული ტრანსფორმაციების ფსიქოლოგიური ანალიზი" შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ადამიანმა შეცვალოს საკუთარი ღირებულებები, შეხედულებები და შინაგანი ორიენტირები, როგორ ყალიბდება ახალი პიროვნული რეალობა და რა გავლენას ახდენს ეს ცვლილება მის გარემოსა და ცხოვრებისეულ არჩევანებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ, პიროვნულ და გარემო ფაქტორებს, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. განვიხილავთ, რა შეიძლება იქცეს ცვლილების ტრიგერად, როგორ პოულობს ადამიანი საკუთარ თავში გარდაქმნის შესაძლებლობასა და ძალას და რა ფსიქოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად რადიკალურ პიროვნულ ცვლილებებს. ლექცია პიროვნული მეტამორფოზის თემას ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან განიხილავს და გვთავაზობს დაფიქრებას იმაზე, თუ რა აქცევს ცვლილებას არა მხოლოდ სურვილად, არამედ რეალურ შინაგან გარდაქმნად. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება