soon.ge

„ფსიქოთერაპია და თვითშემეცნება"

როდის

აღწერა

28 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ ინტეგრას ხელმძღვანელ, ფსიქოთერაპევტ ქეთი დალინკევიჩთან თემაზე: „ფსიქოთერაპია და თვითშემეცნება". რამდენად კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს? რა განსაზღვრავს ჩვენს სურვილებს, ქცევებსა და გადაწყვეტილებებს? რატომ გვიჭირს ზოგჯერ საკუთარი ემოციების გააზრება ან იმ განმეორებადი ქცევების შეცვლა, რომლებიც ხელს გვიშლის განვითარებაში? ფსიქოთერაპია საკუთარი თავის შეცნობის პროცესია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სხვაგვარად შევხედოთ პირად გამოცდილებას, გავიაზროთ შინაგანი წინააღმდეგობები და აღმოვაჩინოთ საკუთარი თავისა და სამყაროს აღქმის ახალი პერსპექტივები. სალონური საუბრის ფარგლებში განვიხილავთ, რა როლი აქვს ფსიქოთერაპიას თვითშემეცნებაში, როგორ უკავშირდება საკუთარი თავის გაგება თვითშეფასებასა და მოტივაციას და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს პიროვნული განვითარებისთვის. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

„ფსიქოთერაპია და თვითშემეცნება" — ბილეთები · 28 ოქტომბერი, 2026 · soon.ge