soon.ge

აღწერა

ყველა თაობისთვის საყვარელი ზღაპარი „ნაცარქექია,” ახალი ინტერპრეტაციით გათამაშდება. ნაცარქექია, ყოველთვის ბუხართან ზის და ნაცარს ქექავს, ცოლი მას დღენიადაგ ეჩხუბება, რადგან ნაცარქექიას არ შეუძლია ფიზიკური შრომა. ერთ დღესაც, ნაცარქექია თავისი მოხერხებულობით ამარცხებს დევს და ტყეში მცხოვრებ ფერიებს ჯადოსნურ სამკაულს უბრუნებს. წარმოდგენა მსახიობებისა და თოჯინების შერეული სინთეზით დაუვიწყარ სანახაობას გვთავაზობს და 45 წუთის მანძილზე გვამოგზაურებს ფერად სამყაროში. სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: რწმენა, მონდომება, ერთმანეთის პატივისცემა და თანადგომა. სარეკომენდაციო ასაკი: 3+ ხანგრძლივობა: 45 წუთი

ნაცარქექია — ბილეთები · 3 ოქტომბერი, 2026 · soon.ge