soon.ge

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა

როდის

აღწერა

17 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ ლაშა კილაძესთან XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფენტეზის საგაზე - ჯორჯ რ. რ. მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე“ შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ, როგორ გარდაქმნა მარტინმა ფენტეზის ჟანრი და როგორ აქცია ერთი შეხედვით ზღაპრული სამყარო პოლიტიკის, ძალაუფლების, ისტორიისა და ადამიანური ბუნების კვლევის სივრცედ. ვისაუბრებთ ვესტეროსის სამყაროს ისტორიულ პარალელებზე, პერსონაჟებსა და მათ მოტივებზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე, ომზე, მემკვიდრეობაზე, ღალატსა და მორალურ არჩევანზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნაწარმოებში გამოყენებულ სიმბოლიზმსა და იმ ლიტერატურულ ნიუანსებს, რომლებმაც „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ თანამედროვე ფენტეზის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად აქცია. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა — ბილეთები · 17 ოქტომბერი, 2026 · soon.ge