
აღწერა
Georgia Global Fashion Week (GGFW) — საქართველოს გლობალური მოდის კვირეული საერთაშორისო მოდის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს დიზაინერებს, მოდის ინდუსტრიის პროფესიონალებს, საერთაშორისო დელეგაციებს, მედიის წარმომადგენლებსა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე პირებს.ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული მოდის ინდუსტრიის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა, კულტურათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობების შექმნა და საქართველოს, როგორც მოდის საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირების გაძლიერება.GGFW-ის მეორე სეზონი 2026 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი დიზაინერების კოლექციები.კარის გახსნა: 16:00 სთ ღონისძიების დაწყება: 17:00 სთ ლოკაცია, ექსპო ჯორჯია, პავილიონი 11 ასაკობრივი შეზღუდვა: 15 + ოფიციალური საიტი: https://ggfw.ge/kaბილეთები:I რიგი — VIP 160 ₾ II რიგი — Premium 130 ₾ III რიგი — Standard 100 ₾ IV რიგი — General 70 ₾.