soon.ge
სხვა

საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები

როდის

აღწერა

სამართლის აკადემია აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას ტრენინგზე „საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები“. ტრენინგს გაუძღვება სოფიო მაჭავარიანი - GST Legal-ის მმართველი პარტნიორი, სამართლის დოქტორი საკორპორაციო სამართლის მიმართულებით. ტრენინგი მოიცავს 8 საათს და ჩატარდება 2 დღის განმავლობაში. შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით, 14 ნოემბერსა (4 საათი) და 15 ნოემბერს (4 საათი), 10:00-14:15 საათზე.ტრენინგის ძირითადი საკითხებია:1. შეჩერებული სტატუსის მქონე საწარმოების საპროცესოუნარიანობა და 2026 წლის 1 აპრილიდან საქმიანობის შეფერხებისას პრაქტიკაში გამოკვეთილი სხვა გამოწვევები2. კომპანიების საქმიანობაზე AML კანონმდებლობისა და სანქციების გავლენა რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მაგალითზე3. კომპანიის რეორგანიზაციის პრაქტიკული ასპექტები - გაყოფა, შერწყმა, ფორმის შეცვლა - პრაქტიკული მაგალითების განხილვა4. ფარული დივიდენდი და მისი პრევენციის ღონისძიებები5. უცხოური საწარმოს ფილიალის დაფუძნების წესი და პირობები, არაკომერციული კომპანიისთვის ფილიალის დაარსების ალტერნატივად რედომიცილების შეთავაზება შეცდომა თუ რეალური ალტერნატივა6. აქციონერთა შეთანხმება და მისი გავლენა ბიზნესსაქმიანობასა და მინორიტარ პარტნიორებზე7. ე.წ ინვესტირების ხელშეკრულების შედგენისას გასათვალისწინებელი პრაქტიკული ასპექტები და მათი გავლენა შედეგზე8. კომპანიის იძულებითი დაშლის პრაქტიკული გამოწვევებიტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სამართლის აკადემიის სერტიფიკატს. ბილეთის შეძენა შესაძლებელია 12 ნოემბრის ჩათვლით. მონაწილეობის საფასური შეადგენს 380 ლარს.ბილეთის შეძენის შემდეგ დაუკავშირდით სამართლის აკადემიას:[email protected];511779969

საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები — ბილეთები · 14 ნოემბერი, 2026 · soon.ge