soon.ge

საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და „მე"-ს დაბადება

როდის

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება განსხვავებული საზრისები თემაზე: საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და „მე"-ს დაბადება. შეხვედრას წარუძღვებიან ფსიქოლოგი, „ინტეგრას" ფსიქოთერაპევტი გიორგი ჭანტურია და ანდრო დგებუაძე. რას ნიშნავს საკუთარი თავის პოვნა - აღმოვაჩინოთ ის „მე“, რომელიც უკვე არსებობს, თუ თავად შევქმნათ და განვავითაროთ იგი? შეხვედრა დაეთმობა იდენტობისა და „მე“-ს ფორმირების გააზრებას ორი განსხვავებული პერსპექტივით. განხილული იქნება ის შინაგანი და სოციალური პროცესები, რომლებიც ადამიანის სუბიექტურობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვის სურვილს, როგორც „მე“-ს ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარი თავის განცდას სხვისი მოლოდინების, შეფასებისა და აღიარების მიხედვით აყალიბებდეს და ამ პროცესში საკუთარ სურვილსა და სუბიექტურობას დაშორდეს. შეხვედრა ასევე შეეხება „მე“-ს არასტატიკურ ბუნებას, წარსული გამოცდილებისა და გარემოს გავლენას და თანამედროვე სოციალური ქსელების როლს იდენტობის ფორმირებაში. ლექციის მიზანია არა საბოლოო პასუხების გაცემა, არამედ ლექტორებთან ერთად მნიშვნელოვანი კითხვების დასმა და იმ ფსიქიკური მექანიზმების გააზრებაა, რომლებიც საკუთარი თავის ძიების პროცესს განსაზღვრავს. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

საკუთარი თავის ძიება: იდენტობის კრიზისი და „მე"-ს დაბადება — ბილეთები · 3 ნოემბერი, 2026 · soon.ge