soon.ge

საქველმოქმედო საღამო Sakhelosno BAR-ში

როდის

აღწერა

26 სექტემბერს Sakhelosno BAR-ში საქველმოქმედო საღამო გაიმართება! ანასტასია ვარდოსანიძის დასახმარებლად Sakhelosno BAR და თქვენთვის ცნობილი ქართველი არტისტები - MGZAVREBI, FRANI, TIGINA, KABU და EREKLE DEISADZE გაერთიანდნენ. 6 წლის ანასტასია ვარდოსანიძეს დაბადებიდან თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. მან უკვე რამდენიმე უმძიმესი გულის ოპერაცია გადაიტანა, თუმცა სიცოცხლისათვის ბრძოლა სამწუხაროდ ჯერ არ დასრულებულა. გერმანიაში, Heidelberg University Hospital-ში, ანასტასიას ახლა უტარდება ინტენსიური მონიტორინგი და მკურნალობა. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას და ამზადებენ შემდგომი რთული კარდიოქირურგიული ჩარევებისთვის, რომლებიც აუცილებელია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ბავშვს შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე ეტაპის მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა, რაც ოჯახისთვის ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ოჯახს, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოხვიდე. ერთად დავეხმაროთ ანასტასიას! LINEUP ** MGZAVREBI ** FRANI ** TIGINA ** KABU ** EREKLE DEISADZE მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ 574 400 400 ან მოგვწერეთ ჩვენს გვერდებზე ლოკაცია - რიყის პარკი, მშვიდობის ხიდთან. Sakhelosno BAR FACE / AGE CONTROL (18+) აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

საქველმოქმედო საღამო Sakhelosno BAR-ში — ბილეთები · 26 სექტემბერი, 2026 · soon.ge