soon.ge
სხვა

„სალონური საუბრები სამართალზე“

როდის

აღწერა

„სალონური საუბრები სამართალზე“ 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫-ის გამორჩეული პროექტია, რომელიც პროფესიულ განვითარებას ინტელექტუალურ დასვენებასთან აერთიანებს.✨ ეს არ არის სტანდარტული ტრენინგი, ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიური სამუშაო რუტინისგან განტვირთვა, კოლეგებთან ურთიერთობა და საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობა თავისუფალ, არაფორმალურ გარემოში შეგიძლიათ.🎙️ პროექტის მთავარი ღირებულება მაღალი კვალიფიკაციის ტრენერთან უშუალო კომუნიკაციის, კითხვების დასმისა და სასამართლო პრაქტიკის ერთობლივი ანალიზის შესაძლებლობაა.შეხვედრას გაუძღვება ეკატერინე გასიტაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე 𝟐𝟎𝟏𝟓–𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ.📌 თემა: „ნარდობის ხელშეკრულების აქტუალური საკითხები“.რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?ნარდობის ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ხელშეკრულების სახეობაა, თუმცა მისგან წარმოშობილი დავების მართვა პრაქტიკაში არა ერთ სირთულეს უკავშირდება.როდის არის მშენებარე უძრავი ქონების შეძენის შესახებ დადებული ხელშეკრულება ნასყიდობა და როდის ნარდობა, როდის შეგვიძლია ხელშეკრულებიდან გასვლა, რა შემთხვევაში წარმოიშობა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და როგორია უზენაესი სასამართლოს მიდგომები ამ საკითხებთან დაკავშირებით.🔎 თეორიიდან სასამართლო პრაქტიკამდე - რეალური საქმეების ანალიზით!სილაბუსით გათვალისწინებული საკითხები განხილული იქნება სასამართლო გადაწყვეტილებებისა და პრაქტიკაში წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების საფუძველზე.𝐂𝐚𝐬𝐞 𝐒𝐭𝐮𝐝𝐲 მეთოდით სწავლება დაგეხმარებათ სამართლებრივი რეგულაციების უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებაში, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესწავლასა და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებაში.👥 ადგილზე დასწრება შეზღუდულია, მონაწილეთა მცირე რაოდენობა უზრუნველყოფს აქტიურ დისკუსიასა და ტრენერთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას💻 შესაძლებელია 𝐙𝐨𝐨𝐦-ით დასწრება📅 თარიღი: 𝟏𝟓 ნოემბერი, 𝟐𝟎𝟐𝟔 წელი🕚 დრო: 𝟏𝟏:𝟎𝟎–𝟏𝟓:𝟎𝟎📍 ადგილი: სასტუმრო „აფიშა“, პეტრე მელიქიშვილის №𝟓💳 ღირებულება: 𝟐𝟗𝟎 ლარი🎓 მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.📌 ადგილზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს არა უმეტეს 𝟏𝟓 მსმენელს;📑 დეტალური სილაბუსი: https://shorturl.at/qfCVX📞 ინფორმაცია: 𝟓𝟕𝟕 𝟑𝟗 𝟕𝟑 𝟏𝟎;✨ „სალონური საუბრები სამართალზე“ - როცა პროფესიული განვითარება ინტელექტუალურ დასვენებად იქცევა!

„სალონური საუბრები სამართალზე“ — ბილეთები · 15 ნოემბერი, 2026 · soon.ge