
სამშენებლო სამართალი 𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 𝐏𝐫𝐚𝐜𝐭𝐢𝐜𝐞
- როდის
აღწერა
𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 გთავაზობთ სამშენებლო სამართლის გაღრმავებულ პრაქტიკულ კურსს „სამშენებლო სამართალი 𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 𝐏𝐫𝐚𝐜𝐭𝐢𝐜𝐞“, რომელსაც გაუძღვება სამშენებლო სამართლის ექსპერტი ნინა ჯულაყიძე.𝟐𝟎𝟐𝟔 წლის ივნისში წარმატებით დასრულდა 𝟐𝟒 საათიანი კურსი „სამშენებლო სამართლის 𝐀𝐁𝐂“. ჯერ კიდევ კურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ცალკეული საკითხები გაცილებით მეტ დროსა და სიღრმისეულ პრაქტიკულ განხილვას საჭიროებდა.⚡ თუ 𝐀𝐁𝐂-ზე არქიტექტურისა და მუნიციპალური ინსპექციის ძირითად საკითხებს ერთიან სისტემაში ვუყურებდით, 𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 𝐏𝐫𝐚𝐜𝐭𝐢𝐜𝐞-ზე ამ ორ მიმართულებას უფრო სიღრმისეულად, ადმინისტრაციული ორგანოს/სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე განვიხილავთ.სილაბუსით გათვალისწინებული საკითხები შერჩეულია მათი აქტუალობის გათვალისწინებით და მოიცავს იმ სამართლებრივ საკითხებსა და პრობლემურ შემთხვევებს, რომლებსაც სამშენებლო სფეროში მომუშავე იურისტები, არქიტექტორები, დეველოპერები და პროექტის მენეჯერები ყოველდღიურ საქმიანობაში რეალურად აწყდებიან.📖 კურსის ფორმატი𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 𝐏𝐫𝐚𝐜𝐭𝐢𝐜𝐞 აერთიანებს 𝟏𝟖 საათს, 𝟐 ძირითად მიმართულებასა და 𝟑 შეხვედრას. საკითხების განხილვა განხორციელდება 𝐜𝐚𝐬𝐞 𝐬𝐭𝐮𝐝𝐲 პრინციპით.📅 𝟑 ოქტომბერი - მიწის სამშენებლო პოტენციალის დადგენა და საინვესტიციო რისკებისილაბუსი: https://shorturl.at/MYNQl📅 𝟏𝟎 ოქტომბერი - პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მოპოვებასილაბუსი: https://shorturl.at/FO5nJ📅 𝟏𝟕 ოქტომბერი - სამშენებლო სამართალდარღვევები: კონტროლი, პასუხისმგებლობა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმებისილაბუსი: https://shorturl.at/cdodK🎯 კურსის მიზანია მონაწილემ შეძლოს სამშენებლო სამართლის ნორმების არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მათი გამოყენება კონკრეტული გარიგების მომზადებისას, ასევე რეალურ საქმეში შეძლოს სამართლებრივი პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი დოკუმენტაციის ანალიზი, რისკების შეფასება და პრობლემის გადაწყვეტის სამართლებრივი გზების განსაზღვრა.👥 ვისთვის არის კურსი?👉 იურისტებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ ან გეგმავენ სპეციალიზაციას სამშენებლო სამართალში;👉 დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების იურისტებისა და თანამშრომლებისთვის;👉 არქიტექტორებისა და პროექტის მენეჯერებისთვის;👉 უძრავი ქონებისა და სამშენებლო სფეროს იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც შეხება უწევთ სამშენებლო პროცესის სამართლებრივ საკითხებთან შეხება.📌 „სამშენებლო სამართლის 𝐀𝐁𝐂“-ის გავლა კურსზე დასწრების სავალდებულო წინაპირობა არ არის. თუმცა 𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 𝐏𝐫𝐚𝐜𝐭𝐢𝐜𝐞 მთავარი აქცენტი საკითხების გაღრმავებულ ანალიზზე, დოკუმენტებთან მუშაობასა და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტაზეა.📍 გამართვის ადგილი: 𝐑𝐚𝐝𝐢𝐬𝐬𝐨𝐧 𝐑𝐄𝐃 დავით აღმაშენებლის გამზირი 𝟒𝟒📅 გამართვის თარიღები: 𝟑, 𝟏𝟎 და 𝟏𝟕 ოქტომბერი🕚 შეხვედრის დრო: 𝟏𝟏:𝟎𝟎 - 𝟏𝟕:𝟎𝟎 საათი⏱️ კურსის სრული ხანგრძლივობა: 𝟏𝟖 საათი📚 შეხვედრების რაოდენობა: 𝟑 შეხვედრა💻 ფორმატი: ადგილზე + 𝐋𝐢𝐯𝐞 𝐙𝐨𝐨𝐦⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 𝟏 ოქტომბერი💰 ღირებულება:🔹 სრული 𝟏𝟖 საათიანი კურსი 𝟏 𝟒𝟗𝟎 ლარიმონაწილეს შეუძლია რეგისტრაციისას თავად აირჩიოს სრული კურსი ან მისთვის საინტერესო ცალკეული მოდული.📜 კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.📌 ადგილზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს არა უმეტეს 𝟏𝟓 მსმენელს;