soon.ge

საზღვრები და ურთიერთობები: რატომ გვიჭირს არას თქმა

როდის

აღწერა

აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „ინტეგრა“ გიწვევთ ვორქშოპზე: „საზღვრები და ურთიერთობები: რატომ გვიჭირს არას თქმა“, რომელსაც ფსიქოლოგი, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტი, ნია ძერია გაუძღვება. ხშირად სიტყვა „საზღვრები” გვაშინებს, რადგან გვგონია, რომ ისინი აუცილებლად ნიშნავს გამყოფ კედელს ჩვენსა და სხვა ადამიანებს შორის, თითქოს ვცდილობთ საზღვრების არარსებობით მოვიპოვოთ სხვებთან კავშირები. სინამდვილეში ჯანსაღი საზღვრები არა გამყოფი, არამედ სხვებთან შეხვედრის წერტილია. რამდენადაც შემიძლია ჯანსაღად დავიცვა საკუთარი საზღვრები და ავთენტურობა, მით უკეთ ვახერხებ სხვებთან ნამდვილი კავშირების დამყარებას. ურთიერთობებსა და საზღვრებზე სასაუბროდ გიწვევთ ინტეგრაში, ვორქშოპზე „საზღვრები და ურთიერთობები", რომელსაც ინტეგრას ფსიქოთერაპევტი ნია ძერია წარუძღვება ასაკობრივი შეზღუდვა 16 + აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

საზღვრები და ურთიერთობები: რატომ გვიჭირს არას თქმა — ბილეთები · 28 სექტემბერი, 2026 · soon.ge