soon.ge
სხვა

შექმენი ბროში — ხელოვნების ნიმუში | მასტერკლასი

როდის

აღწერა

„ბროში - ხელოვნება, რომელსაც ატარებ“ — საავტორო 3-დღიანი პრაქტიკული მასტერკლასი დიანა რევაზიშვილთან ერთად.მასტერკლასი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს აქსესუარის დიზაინისა და შექმნის ტექნიკა, განავითაროს საკუთარი შემოქმედებითი სტილი და მიღებული ცოდნა მომავალში გამოიყენოს საკუთარი პროდუქტისა და ინდივიდუალური ბრენდის შესაქმნელად.მასტერკლასზე მონაწილეები შეისწავლიან აქსესუარის დიზაინსა და კომპოზიციას, ბისერებითა და კრისტალებით მუშაობას, შერეული ტექნიკის გამოყენებას, ბროშის დიზაინსა და აწყობას, ასევე ბროშის დამზადებას ამერიკული მეთოდით. თითოეული მონაწილე შექმნის საკუთარ უნიკალურ დიზაინს და ხელოვნების ნიმუშს ბროშის სახით.მასტერკლასის ღირებულებაში შედის ყველა საჭირო მასალა. მონაწილეს შექმნილი ნამუშევარი სრულად რჩება. მასტერკლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატი.პროგრამა ასევე მოიცავს მონაწილეთა ნამუშევრების სპეციალურ გამოფენას, საგამოფენო აფიშის შექმნას, ნამუშევრების სპეციალურ ბეჭდურ კატალოგში განთავსებას, ფოტო და ვიდეო გადაღებასა და სოციალური მედიის მხარდაჭერას.📅 18–20 ოქტომბერი, 2026⏰ 12:00–15:003 დღე — დღეში 3 საათი, სულ 9 საათი.💰 ღირებულება: 350 ₾🎟️ ადგილები შეზღუდულია.მასტერკლასში მონაწილეობა შესაძლებელია 12 წლის ასაკიდან ზევით.OPEN ART STUDIO 67 · GALLERY: Facebook Pageდიანა რევაზიშვილი — არტისტი, დიზაინერი, კურატორი, გალერისტი: Facebook Page

შექმენი ბროში — ხელოვნების ნიმუში | მასტერკლასი — ბილეთები · 18 ოქტომბერი, 2026 · soon.ge