soon.ge
თეატრიღონისძიება უკვე ჩატარდა

თოვლის გუნდა

როდის

აღწერა

თოვლის გუნდა - თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებელს სთავაზობს. ქართულ თეატრში პირველად ცნობილი ანიმაციური ფილმის - ,,მე წვიმად მოვალ“ პერსონაჟები სცენაზე ცოცხლდებიან. ამჯერადაც სპექტაკლი თოვლის გუნდასა და პატარა გოგონას მეგობრულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომლებიც განსხვავებულ ვითარებაში ეცნობიან ერთმანეთს. ორი მხატვრული პერსონაჟის ურთიერთობა სამყაროს თავისებურ შემეცნებას, მეგობრობისა და სიყვარულის მარადიულ იდეალებს გამოხატავს. გოგონა კითხვას და მეტყველებას ასწავლის, თავის მხვრივ თოვლის გუნდა კი აცნობს თოვლის საფარ ქვეშ მოქცეულ სამფლობელოს საიდუმლოებებს და პატარა მაყურებელს ფერად თავგადასავლებში ამოგზაურებს. წარმოდგენისთვის დრამატურგ ნინია სადღობელაშვილის მიერ სპეციალურად შეიქმნა პიესა, რომელიც რეჟისორმა გიორგი ჭანტურიამ განახორციელა. ასევე სპექტაკლში ჟღერს კარგად ცნობილი სიმღერები, რომლის არანჟირებაც ლევან გვაზავს ეკუთვნის. დადგმის კულტურის თვალსაზრისით მთელი წარმოდგენის კონცეფცია ცნობილ ანიმაციას ეფუძვნება, სადაც პერსონაჟები თოჯინების სახით არიან წარმოდგენილნი. აქვე ვხვდებით დამატებით მზისა და ღრუბელის მხატვრულ პერსონაჟებსაც. სანახაობითად მრავალფეროვანი დეკორაცია და ცნობილი მომღერლების - ნუგზარ კვაშალისა და მანანა თოდაძის გახმოვანება კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის მთელ წარმოდგენას. რეჟისორი - გიორგი ჭანტურია მხატვარი - ვახტანგ ქორიძე ტექნიკური რეჟისორი - ანა ბეჟაშვილი მუსიკალური გამფორმებელი - ლევან ხაზიური მონაწილეობენ თამთა ბაქრაძე თათია ბაქრაძე მაიკო მალხაზიშვილი ნათია შეშაბერიძე მარიკა ძაგნიძე ნინო ნატროშვილი რატი ნავაძე დავით ბერიძე თორნიკე ფრანგიშვილი ოთარ ფადარაშვილი ასაკი 4+ ხანგრძლივობა 45წთ.

თოვლის გუნდა — ბილეთები · 24 სექტემბერი, 2026 · soon.ge