
აღწერა
ოთხი ხელი, ორი შეფი და ერთი განსაკუთრებული საღამო Iakobis Ezo-ში. 11 ნოემბერს Iakobis Ezo, Gault&Millau-სთან თანამშრომლობით, გიწვევთ გამორჩეულ გასტრონომიულ საღამოზე, რომელიც გურამ ნიკოლაძის გამოფენის გახსნას ეძღვნება. Art Meets Gastronomy. Two Chefs. Four Hands. სპეციალურად ამ საღამოსთვის იტალიელი შეფი Enzo Neri და Iakobis Ezo-ს აღმასრულებელი შეფი Zuriko Chachanidze ერთ სამზარეულოში გაერთიანდებიან და სტუმრებს ექსკლუზიურ ხუთკერძიან ვახშამს შესთავაზებენ. ორი შეფის განსხვავებული ხედვა, კულინარიული გამოცდილება და შემოქმედებითი მიდგომა ერთიან გასტრონომიულ გამოცდილებად იქცევა, სადაც ხელოვნება და მაღალი სამზარეულო ერთმანეთს შეხვდება. საღამო 19:00 საათზე გურამ ნიკოლაძის გამოფენის გახსნითა და მიღებით დაიწყება, ხოლო 20:00 საათიდან სტუმრები სპეციალურად შექმნილ ხუთკერძიან ვახშამს დააგემოვნებენ. ღონისძიების პარტნიორები: Gault&Millau, Hendrick’s Gin, Absolut Vodka, Havana Club. თარიღი: ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026 19:00 — მიღება და გამოფენის გახსნა 20:00 — სპეციალური ხუთკერძიანი ვახშამი ლოკაცია: Iakobis Ezo, Artizan Design Hotel, თბილისი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.