
აღწერა
ენა: ქართული ავტორი: ავთო ვარსიმაშვილი რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი მხატვარი: თეო კუხიანიძე მთავარ როლებში: შაკო მირიანაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ჯაბა კილაძე როლებში: სოფო გორელაშვილი, გიგა კაკუბავა სპექტაკლის შესახებ: სახიფათო ექსპედიცია დახურულ სივრცეში, სადაც შესვლა აკრძალულია და რომელსაც ყველა„ზონას'“ ეძახის. ამბობენ, რომ ამ „ზონაში“ არის ტერასა, სადაც ადამიანებს ყველაზე საკრალური ოცნება უსრულდებათ. ექსპედიციას სტალკერი (შაკო მირიანაშვილი) ხელმძღვანელობს. ის პროფესიონალი გამყოლია. მისი ორი კლიენტიდან ერთი ცნობილი მწერალია( ჯაბა კილაძე) , ხოლო მეორე ავტორიტეტული პროფესორი(გოგა ბარბაქაძე). ორივეს „ზონაში“ შესვლის საკუთარი მოტივაცია აქვს, რომელსაც არ ამხელენ. სტალკერის ცოლი (სოფო გორელაშვილი) წინააღმდეგია, რომ მისი ქმარი წავიდეს ამ სახიფათო ექსპედიციაში, მაგრამ სტალკერი მაინც შედის ზონაში და ორივე კლიენტი მიყავს იმ ტერასამდე სადაც სრულდება მხოლოდ საკრალური ოცნება ….. ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს! დაგვიანებული მაყურებელი პარტერში არ დაიშვება. ხანგრძლივობა | 140 წუთი