
აღწერა
7 ნოემბერს ბერლინში, Haus der Visionäre-ში, STRAUSWERK-ის პირველი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ქართველი მუსიკოსების, შემსრულებლებისა და ხელოვანების გამორჩეულ და მრავალფეროვან შემადგენლობას გააერთიანებს.ფესტივალი რამდენიმე სივრცეში გაიშლება და თანამედროვე ქართული კულტურის ფართო პალიტრას წარმოაჩენს — ინდი-როკითა და ფსიქოდელიური სინთ-პოპით დაწყებული, ელექტრონული მუსიკითა და საკლუბო კულტურით გაგრძელებული, სტენდაპით, ფოტოგრაფიით, სკულპტურითა და ხელოვნების სხვა მიმართულებებით დასრულებული.რა თქმა უნდა, ღონისძიებაზე ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნებაც იქნება შესაძლებელი.პროგრამა:HALL 2 BEDFORD FALLS KORDZ არა (ARA) 4D MONSTER LOBSTERS SONNENRAUM: TAMADA (LIVE)SEQTAVINVARLY SASსხვადასხვა სივრცეები: სტენდ აპი - STAND UP TBILISI – ნინიკო ლეკიშვილი, თიკო ნადირაშვილი, ირაკლი ჯაბუა ფოტოგრაფია – გიორგი ნებიერიძე, სალი გვილიასკულპტურა – დავით აფაქიძე ინსტალაცია – Progenol Powered by Straus Entertainment ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ 18 წლამდე მოზარდები დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვან თანმხლებ პირთან ერთად 13 წლამდე ბავშვები ბილეთს არ საჭიროებენ ბილეთები: Early Bird - 60₾ (≈20€)