აღწერა
“სულ მალე დადგება ნანატრი დღე, რომლისთვისაც ბოლო წლებია ვემზადები. ყველას კარგად გეხსომებათ თამადას პირველი ნაბიჯები, განვითარება, ბევრი გრიალი, დაპაუზება, ბრძოლა, თავის გატანა. ისიც კარგად გემახსოვრებათ, თუ რა როლი ითამაშა ქართულმა ცეკვამ ამ ყველაფერში. ხოდა, ამდენი ხნის ნამუშევარი, ნამეგობრები და ნდობით სავსე საღამო უნდა წარმოგიდგინოთ, რომლის გამოტოვებაც აუცილებლად ცოდვა იქნება. დიდი შოუ გელოდებათ, განათებით, ვიზუალით, თუ ცეკვა-თამაშით. წელს სხვა მუსიკალურ საფეხურზე გადავედით, რაშიც ბენდი „ჩვენებურები“ ძალიან დაგვეხმარა. მივადექით მთას, ზღვას, გავედით თბილისური აშუღობიდან და მოვედეთ მთელ ქვეყანას. ჭანომაც სხვანაირად გაშალა ხელები და სხვებსაც სხვანაირად გააშლევინა გული. მისი თაოსნობით იქნება ცეკვის განზომილება. შემოგვემატა არაჩვეულებრივი სუხიშვილების აკადემიის მოცეკვავეები. ჩემი ძმადნაფიცი სოხუმელი ბიჭი ზურა ჯიშკარიანიც (DILLANEXT) განსაკუთრებულ სტუმრად შემოდგება სცენაზე. მოკლედ და გრძლად, დიდი ერთობის, გართობისა და სიყვარულის საღამო გველოდება. ძველი და ახალი სიმღერებით, ყველაფერი ახლებურად, ბევრი ექსპერიმენტი, არა მარტო მუსიკალური, არამედ ვიზუალურიც, ყველაფერი ძლიერად და მყარად. რაც მეტნი ვიქნებით, მით უკეთესი. გელით სულმოუთმენლად! ❤️” _ თამადა - 18 წლამდე ასაკის პირები დაიშვებიან თანმხლებ სრულწლოვანთან ერთად პიველი 3 დღე - 50 ლარი (იჩქარეთ) I კალათა: 60 GEL II კალათა: 80 GEL კარზე: 100 GEL კარის გაღება - 20:00 კონცერტის დასაწყისი - 22:00 After Party - 00:00 აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
