soon.ge

ვახშამი • ფილმი • გასტრონომიული გამოცდილება

როდის

აღწერა

Gault&Millau × Afisha წარმოგიდგენთ: DINNER & CINEMA Gault&Millau და სასტუმრო Afisha ერთობლივად ქმნიან საღამოს, სადაც კინოს ხელოვნება და მაღალი გასტრონომია ერთმანეთს ხვდება. გეპატიჟებით დაუვიწყარ კულინარიულ საღამოზე სასტუმრო "აფიშაში", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ "აფიშას" შეფი ნინო დოლენჯაში და ფრანგი შეფი ფაბრის დელბარი. შეფები სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ, განსაკუთრებულ მენიუს შესთავაზებენ. გასტრონომიულ გამოცდილებასთან ერთად, საღამოს თან ახლავს კინოჩვენება — სტუმრები იხილავენ ფრანგული კომედიის კლასიკას "L'Aile ou la cuisse". ეს არის განსხვავებული მოგზაურობა, რომელიც გემოების, ემოციებისა და კინოს ატმოსფეროს სინთეზს გთავაზობთ. სტუმრებს ელოდებათ გამოცდილება, რომელშიც გემო, ვიზუალი და ემოცია ერთ მთლიანობად იქცევა. ერთი საღამო. ერთი ფილმი. განსაკუთრებული ვახშამი. ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ ხანგრძლივობა: 3 საათი აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ვახშამი • ფილმი • გასტრონომიული გამოცდილება — ბილეთები · 24 სექტემბერი, 2026 · soon.ge