soon.ge

თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალი

როდის

აღწერა

17 ოქტომბერს „Factory Tbilisi“ პირველ Tbilisi Hip-Hop Festival-ს უმასპინძლებს. ფესტივალი ურბანული კულტურის სხვადასხვა ფორმას — მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას ერთ მასშტაბურ სივრცეში გააერთიანებს. 🎧 LINEUP Talib Kweli — ბრუკლინის ლეგენდა და ბოლო 25 წლის სოციალური ჰიპ-ჰოპის მთავარი ფიგურა. Mos Def-თან საკულტო პროექტით (Black Star) ცნობილი არტისტი დღემდე ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი და ენერგიული ცოცხალი შემსრულებელია. FLOHIO — სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის გამორჩეული ხმა, რომელიც გრაიმს, რეპსა და ელექტრონულ მუსიკას ცალკეულ ჟანრებად კი არ ყოფს, არამედ ერთ უწყვეტ, ენერგეტიკულ ნაკადად გარდაქმნის. TAHA — თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. MC, რომელმაც თავისი ექსპრესიული, ენერგიული შესრულების სტილით ახალი თაობის უპირობო მხარდაჭერა მოიპოვა. Kay G — თბილისის ხმა, რომელსაც პირველივე ტაქტიდან იცნობ: აუჩქარებელი, თავდაჯერებული და მკაფიო. ის დაბალ სიხშირეებზე ინარჩუნებს დინამიკას — სწორედ იქ, სადაც აკუსტიკა ითხოვს, რომ ხმას აუწიო. Mush One — არსებობს ჰიპ-ჰოპი, რომელიც ქალაქში იბადება, და არსებობს ჰიპ-ჰოპი, რომელიც ქალაქში ჩამოდის. ჯერ ბითი, შემდეგ — ტექსტი; ეს ოქროს წესი Mush One-თან უცვლელია. Boom Bap-ის ესთეტიკა ჯაზ-ჰოპის ტალღებს ერწყმის და ლირიკული სიზუსტით საკუთარ სამყაროში გეპატიჟება. შოუქეისები Sioni Hi-Fi Soundsystem — ჰიპ-ჰოპის ფესვები იამაიკურ მუსიკალურ კულტურაში მიდის. პირველი ქართული საუნდსისტემა სწორედ ამ ტრადიციასა და ავთენტურ ჟღერადობას გააცოცხლებს. Red Bull Dance Your Style - Street Dance Showcase — ეს არ არის სტანდარტული შეჯიბრი — ეს არის იმპროვიზაციული შოუ, სადაც წინასწარ დადგმული ქორეოგრაფია და ჩარჩოები არ არსებობს. Graffiti Battle — ქუჩის ხელოვნებისა და ურბანული ესთეტიკის მთავარი პლატფორმა. ღონისძიება გააერთიანებს არტისტებს, რომლებიც რეალურ დროში, მაყურებლის თვალწინ შექმნიან მასშტაბურ ვიზუალურ ნამუშევრებს. კულტურული ზონა 📸 "50 Iconic Moments of Hip-Hop History" - ფოტოგამოფენა, რომელიც ჟანრის განვითარების ნახევარსაუკუნოვან ისტორიას, გარდამტეხ მომენტებსა და საკულტო კადრებს გააცოცხლებს. 🎬 ფილმების ჩვენების ზონა - სპეციალურად გამოყოფილი კინოსივრცე, სადაც მთელი დღის განმავლობაში აჩვენებენ ჰიპ-ჰოპ კულტურასთან დაკავშირებულ გამორჩეულ ქართულ და უცხოურ დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებს. ადგილზე დაგხვდებათ: Food Court, ბარი და სხვადასხვა გასართობი/ინტერაქტიული სივრცე. ინფორმაცია 📅 თარიღი: 17 ოქტომბერი, 2026 📍 ლოკაცია: Factory Tbilisi 🚪 კარის გახსნა: 12:00 🔞 ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ ( 11-17 წლის ასაკის მოზარდებისთვის ფესტივალზე შესვლა ფასიანია და მათ აუცილებლად უნდა ახლდეთ თან ბილეთიანი მშობელი) ბილეთები: Early Bird: 60 ₾ (რაოდენობა შეზღუდულია!) I კალათა: 75 ₾ II კალათა: 90 ₾ 🎧 მოუსმინეთ ფესტივალის ოფიციალურ პლეილისტს: https://sptfy.com/QlY8 ფესტივალის წარმდგენი: საქართველოს ბანკი გენერალური სპონსორი: Betlive მხარდამჭერები: Red Bull, Telegraph Hotel, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, Sioni Hi-Fi, JET, Pro Sound, Render Group, Subway, Mugsy's Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop საინფორმაცია პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: tbilisihiphop.com აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალი — ბილეთები · 17 ოქტომბერი, 2026 · soon.ge