soon.ge
კინო

თბილისის კინოტური ზურა ბალანჩივაძესთან (ზურიუსი) ერთად

როდის
სად
Tbilisi

აღწერა

თბილისის კინოტური ეს არის ჩვენი დედაქალაქის გაცნობის ალტერნატიული გზა, რომლის მარშრუტიც მთლიანად მორგებულია ეპოქალური თუ ნაკლებად ცნობილი ქართული ფილმების გადაღების ადგილებს. თბილისი უახლოეს 100 წელიწადში ძირფესვიანად შეიცვალა და საბედნიეროდ, ამ ცვლილების ამსახველი ვიდეომასალა დღეს სწორედ ქართულ ფილმებშია გაბნეული. ამ ტურის მიზანიც ესაა: გაჩვენოთ, როგორ შეიცვალა თბილისი, დაგათვალიერებინოთ მისი ნაცნობი თუ უცნობი ადგილები და ყოველივე ეს ქართულ ფილმებში გაპოვნინოთ.ტური არის საფეხმავლო ტიპის და მოიცავს ვერის, მთაწმინდისა და ძველი თბილისის უბნებს.ვიმოგზაურებთ თბილისის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის მეტროსთან, რუსთაველის გამზირის კვალდაკვალ, ქაშუეთის ტაძრისასა და პარალმენტის შენობის მიმდებარედ, სოლოლაკის ქუჩებში, გუდიაშვილის ბაღში და შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.შეხვედრის ადგილი: მუზის ძეგლთან, ფილარმონიის დიდ კიბეზედასრულების ადგილი: გუდიაშვილის სკვერის მიმდებარედ.ტურის ხანგრძლივობა: 3 საათი.ფასი: 50₾ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.ტურის ხანგრძლივობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მხოლოდ ზრდასრულების მონაწილეობა.იმისთვის რომ შესრულდეს ტური, აუცილებელია მინიმუმ ორი მონაწილის რეგისტრაცია.https://maps.app.goo.gl/gt8MQC1TxcvtULAr8Facebook: https://facebook.com/zurabalanchivadzeofficialInstagram: https://instagram.com/zurriuss

თბილისის კინოტური ზურა ბალანჩივაძესთან (ზურიუსი) ერთად — ბილეთები · 26 სექტემბერი, 2026 · soon.ge