
აღწერა
☕ თბილისის ყავის ფესტივალი ბრუნდება!📅 თარიღი: 26–27 სექტემბერი⏰ დრო: 11:00 – 20:00📍 ლოკაცია: „ექსპო ჯორჯია“ (აკაკი წერეთლის გამზ. 118, თბილისი)🗺️ ლოკაცია რუკაზე: https://maps.app.goo.gl/jc5kNGkPwWgSEeEKAორი დღის განმავლობაში შეგეძლებათ დატკბეთ ახლად მოხალული ყავის არომატით, უკეთ გაიცნოთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდები და დაესწროთ საინტერესო ვორქშოფებსა თუ ჩემპიონატებს.რას გთავაზობთ Tbilisi Coffee Festival? - გამოფენა და დეგუსტაცია: აღმოაჩინეთ სრულიად ახალი გემოვნური შეგრძნებები, დააგემოვნეთ ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების უნიკალური ყავის მარცვლები. - ბიზნესშეხვედრები (B2B): შესანიშნავი შესაძლებლობა პროფესიული კავშირების დასამყარებლად ყავის სფეროს ლიდერებთან, იმპორტიორებსა და როსტერებთან. - ვორქშოფები: პრაქტიკული მასტერკლასები, სადაც შეისწავლით ყავის მომზადების ალტერნატიულ მეთოდებს და მიიღებთ რჩევებს გამოცდილი სპეციალისტებისგან. - საქართველოს ჩემპიონატი კაფეებსა და ბარებს შორის: ბრენდები და მათი გუნდები ერთმანეთს წლის საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან! - Roaster Village: სივრცე, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო როსტერები შეიკრიბებიან. - Coffee Cupping სესიები: ყავის პროფესიონალური დეგუსტაცია მისი არომატისა და გემოვნური თვისებების შესაფასებლად. - Food Court: გემრიელი კერძები, გამაგრილებელი სასმელები და კომფორტული დასასვენებელი ზონა. - საბავშვო სივრცე: გასართობი ზონა პატარებისთვის. - სპეციალური გათამაშებები: ჩაერთეთ აქტივობებში, გამოსცადეთ იღბალი და მოიგეთ შთამბეჭდავი პრიზები ჩვენი სპონსორებისა და პარტნიორებისგან!ერთად შევქმნათ ყავის ფესტივალის დაუვიწყარი მომენტები! ☕✨🎟️ ბილეთები და ფასები - 1-დღიანი ბილეთი: 10 ლარი - 2-დღიანი აბონემენტი: 15 ლარიასაკობრივი პოლიტიკა და წესები - 12 წლამდე ბავშვები: დასწრება უფასოა (მხოლოდ სრულწლოვანი ოჯახის წევრის თანხლებით). - გაითვალისწინეთ: 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყავისა და კოფეინიანი სასმელების მიღება არ არის რეკომენდებული. - 12–16 წლის მოზარდები: დასწრება შესაძლებელია ბილეთითა და სრულწლოვანი პირის თანხლებით. - 16 წლის და უფროსი ასაკის სტუმრები: დასწრება შესაძლებელია დამოუკიდებლად, ბილეთით.🏆 ჩემპიონატში მონაწილეობა (კაფეების, ბარებისა და მათი გუნდებისთვის)თუ წარმოადგენთ კაფეს ან ბარს და გსურთ თქვენს გუნდთან ერთად (ბარისტები / მიქსოლოგები) გამოსცადოთ საკუთარი ძალები, წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდი და მოიპოვოთ წლის საუკეთესოს ტიტული — დარეგისტრირდით!📩 სარეგისტრაციოდ გამოგვიგზავნეთ ობიექტის დასახელება, მონაწილეთა სახელები, გვარები და საკონტაქტო ნომრები ელფოსტაზე: [email protected]💼 თანამშრომლობა და ბიზნეს-შეთავაზებებითუ ფიქრობთ, რომ თქვენი კომპანიის წარმოდგენა საინტერესო იქნება ყავის ფესტივალზე, თავისუფალ ადგილებთან და თანამშრომლობის პირობებთან დაკავშირებით მოგვმართეთ ელფოსტაზე:📩 [email protected]🌐 ვებგვერდი და სოციალური ქსელები: - ვებგვერდი: https://www.tbilisicoffeefestival.ge/ - Facebook: www.facebook.com/Tbilisicoffeefestival - Instagram: www.instagram.com/tbilisi_coffee_festival