soon.ge

სიყვარულის ბანალურობა

როდის

აღწერა

თანამედროვე დრამა 1 მოქმედებად სპექტაკლი XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და ერთდროულად მომხიბლავი და შემაძრწუნებელი ისტორიაა. ეს საიდუმლო რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა, მომდევნო 17 წელი ჰაიდეგერსა და არენდტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ, ხოლო შემდეგ, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათი სახალხო მეგობრობა ყველასათვის იყო ცნობილი. ავტორი - სავიონ ლიბრეხტი რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე მხატვარი – ნუცა ჭყონია მუსიკალური გაფორმება – ბეჟან ამირანაშვილი ტექნიკური რეჟისორი – გვანცა ბიწაძე მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ჰანა არენდტი – ლილი ხურითი მარტინ ჰაიდეგერი – ანდრია ვაჭრიძე სტუდენტი ჰანა – მაშო თვალაბეიშვილი მენდელსონი და მიხაილ ბენ შაკედი – ვატო სანიკიძე სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი სპექტაკლის პრემიერა შედგა 2025 წლის 17 სექტემბერს

სიყვარულის ბანალურობა — ბილეთები · 27 ნოემბერი, 2026 · soon.ge