soon.ge

ხიდი

როდის

აღწერა

რეჟისორი - გიორგი სულთანიშვილი: დრამატურგი : ზურაბ ხვთისიაშვილი მხატვარი : ანკა კალატოზიშვილი კომპოზიტორი : დავით თავაძე მსახიობები : ნიკოლოზ ფაიქრიძე, თაკო ჭანუკვაძე, ნიკოლოზ ჭკადუა, ანანო თოგოშვილი . სპექტაკლი წარმოდგენილია ციფრული თეატრალური ფესტივალის „MOOZ-ART“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას უწევს ციფრული თეატრი „ავნევი“. ამიერკავკასიის კონფლიქტური ზონების კვლევის დეპარტამენტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესასწავლად ფოკუს-ჯგუფს კრებს. დეპარტამენტის უფროსი ლევანი და მისი მოადგილე მარია შეხვედრაზე ორ ახალგაზრდას — ქართველ ნინოსა და აფხაზ არსლანს იწვევენ. კვლევა თავიდან თითქოს ჩვეულებრივ პროცედურად უნდა ჩატარდეს: ახალგაზრდებმა უნდა ისაუბრონ ომზე, წარსულზე, ოჯახურ მეხსიერებასა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე. თუმცა საუბრისას მოულოდნელი რამ ირკვევა — ნინოსა და არსლანს შორის კონფლიქტი არ არსებობს. ისინი ერთმანეთის მტრებად არ აღიქვამენ და ომი მათთვის პირადი გამოცდილება კი არა, წინა თაობის მტკივნეული მეხსიერებაა. ეს აღმოჩენა ლევანისთვის პრობლემად იქცევა. თუ ახალგაზრდა თაობაში დაპირისპირების ნიშნები აღარ არსებობს, მაშინ შესაძლოა დეპარტამენტის არსებობის საჭიროებაც ეჭვქვეშ დადგეს…

ხიდი — ბილეთები · 2 ოქტომბერი, 2026 · soon.ge