soon.ge

ხიდი

როდის

აღწერა

დრამატურგი : ზურაბ ხვთისიაშვილი რეჟისორი : გიორგი სულთანიშვილი მხატვარი : ანკა კალატოზიშვილი კომპოზიტორი : დავით თავაძე მონაწილეობენ : ნიკოლოზ ფაიქრიძე, თაკო ჭანუკვაძე, ნიკოლოზ ჭკადუა, ანანო თოგოშვილი სპექტაკლის შესახებ: ამიერკავკასიის კონფლიქტური ზონების კვლევის დეპარტამენტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესასწავლად ფოკუს-ჯგუფს კრებს. დეპარტამენტის უფროსი ლევანი და მისი მოადგილე მარია შეხვედრაზე ორ ახალგაზრდას — ქართველ ნინოსა და აფხაზ არსლანს იწვევენ. კვლევა თავიდან თითქოს ჩვეულებრივ პროცედურად უნდა ჩატარდეს: ახალგაზრდებმა უნდა ისაუბრონ ომზე, წარსულზე, ოჯახურ მეხსიერებასა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე. თუმცა საუბრისას მოულოდნელი რამ ირკვევა — ნინოსა და არსლანს შორის კონფლიქტი არ არსებობს. ისინი ერთმანეთის მტრებად არ აღიქვამენ და ომი მათთვის პირადი გამოცდილება კი არა, წინა თაობის მტკივნეული მეხსიერებაა. ეს აღმოჩენა ლევანისთვის პრობლემად იქცევა. თუ ახალგაზრდა თაობაში დაპირისპირების ნიშნები აღარ არსებობს, მაშინ შესაძლოა დეპარტამენტის არსებობის საჭიროებაც ეჭვქვეშ დადგეს. ლევანი ცდილობს, ახალგაზრდების პასუხებში მაინც იპოვოს რაიმე ხელმოსაჭიდი, გააღვივოს წყენა, ბრაზი, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, მოძებნოს ისეთი რამ, რაც კონფლიქტის გაგრძელებას და მისი სამსახურის აუცილებლობას დაადასტურებს. მაგრამ მისი მცდელობები უშედეგოა. საუბარი თანდათან სცდება ოფიციალური კვლევის ფარგლებს და პირად ისტორიებს ეხება. ირკვევა, რომ ომის კვალი ორივე ოჯახის მეხსიერებაში არსებობს, თუმცა ეს ტკივილი ახალგაზრდებს ერთმანეთთან არ აპირისპირებს, პირიქით — ისინი აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთის ისტორიებში საკუთარი ტკივილის მსგავსებას ხედავენ. ამ პროცესში ლევანიც იძულებული ხდება, თავის წარსულში ჩაიხედოს და ხვდება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა კონფლიქტის კვლევას, მისი საზღვრებისა და შედეგების აღრიცხვას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მხედველობიდან გამორჩა: ომმა მხოლოდ მიწა, სახლები და ადამიანები კი არ გაანადგურა, არამედ თაობებს შორის კავშირიც გაწყვიტა. ხანგრძლივობა: 60 წუთი

ხიდი — ბილეთები · 25 ოქტომბერი, 2026 · soon.ge