soon.ge

თვალი

როდის

აღწერა

რეჟისორი და მსახიობი: იაზარ ნეზიჰ ეიობოღლუ ტექნიკური უზრუნველყოფა: მუჰამმედ სარიოღლუ მუსიკა: ილქერ ჩიჩექ წარმოგიდგენთ გამორჩეულ თურქ რეჟისორსა და ხელოვანს იაზარ ნაზიკ ეიუბოღლუს, ღრმა, ვიზუალური და მედიტაციური ნამუშევრით - „თვალი“. წარმოდგენა იკვლევს ადამიანური ყოფიერების დრამატულობას - დაბადებიდანვე თავსმოხვეული სოციალური ჩარჩოები, მიყენებული ტრავმები და ის პირველქმნილი, უპირობო სიყვარულის მონატრება, რომელსაც ჯერ კიდევ სამყაროში მოვლენამდე, დედის წიაღში ვგრძნობდით. პროექტის ცენტრში მდგომი „ადამიანი“ განასახიერებს თითოეული ჩვენგანის გზას დედამიწაზე - ბრძოლას საკუთარი, ჭეშმარიტი „მეს“ გადასარჩენად.

თვალი — ბილეთები · 25 სექტემბერი, 2026 · soon.ge