
აღწერა
ბატის ჭუკი სპექტაკლი პატარა მაყურებელს საოცარ, თავგადასავლებით სავსე სამყაროში ეპატიჟება, სადაც მეგობრობა, სიკეთე და ერთმანეთის დახმარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს არის თბილი და სახალისო ამბავი მანანასა და პატარა ბატის ჭუკ დოროთეზე, რომელიც სამყაროს შეცნობას ცდილობს. ფერადი თოჯინები, მხიარული პერსონაჟები და საინტერესო ამბები სპექტაკლს პატარებისთვის დაუვიწყარ სანახაობად აქცევს. რეჟისორი - შოთა ცუცქირიძე მხატვარი - შოთა ცუცქირიძე კომპოზიტორი - მერი დავითაშვილი ტექნიკური რეჟისორი - ანა ბეჟაშვილი მონაწილეობენ: თამთა ბაქრაძე, თათია ბაქრაძე, გიორგი ღონღაძე, მალხაზ გაბუნია, მაია მალხაზიშვილი, ნათია ხმიადაშვილი ასაკი: 3+ ხანგრძლივობა: 45 წთ.