
აღწერა
სპექტაკლის შესახებ საკულტო ფრანგი მწერლის, ჟან ჟენეს ლეგენდადქცეული პიესა "მოახლეები" ქართულ სცენაზე პირველად იდგმება. ნიკა თავაძის სპექტაკლში შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლი მძაფრი გრძნობებით, სიყვარულითა და ღალატით სავსე სასტიკ ისტორიას გაითამაშებს. როგორ უყვართ და სძულთ მოახლე დებს თავიანთი ქალბატონი და ერთმანეთი, რა ვნება აიძულებთ, დაუნდობელი დანაშაულის გზას დაადგნენ. 1940-იანი წლების პარიზული ისტორია მაყურებელს გულგრილს ვერ დატოვებს. ავტორი | ჟან ჟენე რეჟისორი | ნიკა თავაძე კომპოზიტორი | ნიკა ფასური მხატვარი | ქეთი ნადიბაიძე მთავარ როლებში | ნატა მურვანიძე,ნინო კასრაძე,ბაია დვალიშვილი ასაკობრივი შეზღუდვა | 12+ ხანგრძლივობა | 100 წუთი დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება