soon.ge

უხერხემლო 16+

როდის

აღწერა

148-ე სეზონი (2026-2027წწ) სცენა : "მცირე სცენა" ალექსი ჩიღვინაძე უხერხემლო რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - გაგა გოშაძე მხატვარი - აკაკი ჯაში რეჟისორის თანაშემწე - ნატო ღლონტი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: მართა - მაია ცეცხლაძე მამია - ტიტე კომახიძე, ზაზა ზოიძე ნინო - მარიამ გველესიანი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი) დანიელი - თორნიკე ბარამიძე მღვდელი - კახა კობალაძე ა ნ ო ტ ა ც ი ა : ალექსი ჩიღვინაძე დრამა - „უხერხემლო“ ერთ-ერთი საყურადღებო მოვლენაა თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში. მენტალური დაპირისპირება ამ პიესის თემაცაა და მსოფლმხედველობრივი კონფლიქტის უმაღლესი ტემპერატურაც. რეჟისორმა გაგა გოშაძემ, როგორც ჩანს, დრამატურგიული მასალის ძიებისას სწორედ ამით იხელმძღვანელა - პიესა ყოფილიყო ქართული სინამდვილიდან, ყოფილიყო თემატურად აქტუალური, მძაფრი, ჟანრულად გამართული და რაც მთავარია, იმ თვისების მატარებელი, რომელიც მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს. სალარო : თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში, მის : რუსთაველის № 1 სალაროს ნომერი - 0422 27 31 80 სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა - 12:00 დან 19:00 მდე დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე - 0422 27 42 83 / 577 980 858 სცენის მისამართები : "დიდი სცენა" & "ექსპერიმენტული სცენა" - შ.რუსთაველის №1 ; "მცირე სცენა" - ა.მელაშვილის №32 ძვრიფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ : ასაკობრივ ზღვარს ! დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება ! ასაკობრივი შეზღუდვა 16+

უხერხემლო 16+ — ბილეთები · 7 ნოემბერი, 2026 · soon.ge