აღწერა
„წისქვილის თეატრი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ კომედიას - „ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità“.უილიამ შექსპირის ცნობილი კომედიის ინსპირაციითა და ყველასთვის საყვარელი იტალიური ფილმის მოტივებზე შექმნილი სრულიად ახალი წარმოდგენა, რომელიც გაჯერებულია უკვდავი იტალიური ჰიტებით, იუმორით, სიყვარულითა და მოულოდნელი თავგადასავლებით.ამბავი ერთ ჯიუტ იტალიელ ფერმერსა და მდიდარ, თავდაჯერებულ ქალზე, რომელსაც უარს არავინ არაფერზე ეუბნება.საბედისწერო შეხვედრის შემდეგ ნაპერწკალი ღვივდება, თუმცა საკითხავია - ვინ უფრო ჭირვეულია - ქალი თუ კაცი?ვინ ვის მოარჯულებს?და საერთოდ… რას იტყვის ამ ყველაფერზე უილიამ შექსპირი?ამაზე პასუხს მხოლოდ მაშინ გაიგებთ, როცა „თეატრს“ ეწვევით.არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება თეატრში, ჭირვეულები უკვე გელოდებიან…წარმოდგენა გაიმართება ვახშმის თანხლებითმუსიკალური კომედია 3 ნაწილად(კასტელანოსა და პიპოლოს ამავე სახელწოდების ფილმის მოტივებზე, უილიამ შექსპირისეული ელემენტებით)იდეის და ინსცენირების ავტორი: ზაალ ჩიქობავა და თეა ყიფშიძეშემოქმედებითი გუნდი:დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავარეჟისორი: გურანდა იაშვილიქორეოგრაფი: გიორგი ტორიაშვილიკოსტიუმების მხატვარი / სცენოგრაფია: ანა ნინუავოკალის პედაგოგი: თამუნა არჩვაძესიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე, თეა ყიფშიძემხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძეხმის რეჟისორი: რომა მატვეევისადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯიბუტიბრენდ-შეფი: ალექს ნათაძე მოქმედი გმირები:ელია სორჩინელი - გიგი დედალამაზიშვილილიზა არმანი - თინათინ წულაძემამი - მარიკო ებრალიძერენატა - ანა ქურთუბაძევიტორიო - ანდრია გველესიანიუილიამ შექსპირი; დონ ჩირილო - ალექსანდრე ბეგალიშვილიპაჟი; ჟურნალისტი; კონფერანსიე - გიორგი გიგიბერიაავტოგასამართი სადგურის ოპერატორი - აკო გოგელიატონიო - გიგა შურღაიასაქმეთა მმართველი - ლუკა ხეჩუმაშვილიბარმენი; გუსტავო - ლაშა მორჩილაძელუჩია - მარიამ ჩუხრუკიძე / ანა ამილახვარიმიგელე - ანდრია ზაქარაიაღამის კლუბის მომღერლები; ჭორიკანა ქალები - ანა გვანცელაძე, ანა სახიაშვილი, ბარბარე ურიდია / სალომე თათარაშვილი;მოსამართლე - მათე მამულაშვილისოფლის მაცხოვრებლები: გიორგი ტორიაშვილი, გიორგი სუთიძე, რატი ბლიაძე, გიორგი ჩხეიძე, ნატაშკა იაშვილი, ანა შუბლაძე, თეონა კოჭლამაზაშვილი, ბარბარე ჩხეიძე, ლონდა ტყემალაძე, ნუცა ტარუაშვილიუილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ მთელ მსოფლიოში მაყურებელს 10 ათასამდე ვერსიას სთავაზობს, თუმცა დღესდღეობით კომედიის მოტივებზე ერთადერთი მიუზიკლია ცნობილი, რომელიც 1948 წელს ბროდვეიზე დაიდგა სახელწოდებით „მაკოცე, ქეით“. პიესა თეატრალურ სამყაროში 100-მდე ენაზე გათამაშდა და ის დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც 400 წლის წინ, რადგან ეს არის მარადიული თემა - ვისთვის როგორია სიყვარული, რა მსხვერპლს იღებენ მისთვის და საბოლოოდ როგორ სრულდება ამბავი სიყვარულისა.გაითვალისწინეთ!ბილეთის ფასი მოცემულია ერთ სტუმარზე.ბილეთის საფასურში შედის წარმოდგენაზე დასწრება ვახშმის თანხლებით.ვახშმის მენიუს ირჩევთ წინასწარ, ბილეთის შეძენისდროს. ადგილზე ვერშეუკვეთავთ. შეგიძლიათ, შეუკვეთოთ მხოლოდ ხემსის დაფა, ქართული ნუგბარიდა სასმელი.გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი არ ბრუნდება.დაგვიანებული სტუმარი აქტის დასრულებამდე სივრცეში არ დაიშვება.არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები წარმოდგენაზე არ დაიშვებიან.კარი იხსნება: 20:00 სთწარმოდგენა და ვახშამი: 20:45 სთდეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88პირველი სეტიმეორე სეტი - ვეგანურიხემსიმწვანე კარაქიკლასიკური თეთრი და მარცვლოვანი პურიხემსიშავი ზეთისხილის ტაპენადეკლასიკური თეთრი და მარცვლოვანი პურიაპეტაიზერიბურატას სალათა შებოლილი მარწყვითრუკოლა, პროშუტო, გირჩის თესლი.აპეტაიზერიშებოლილი ბადრიჯანი ტრიუფელის სოუსით და ხრაშუნა ხის სოკოთითხილი, ნივრის ჩიფსი, მწვანილის მიქსი, ხრაშუნა ბრინჯის ლაფშა, ტარხუნის ზეთი.მთავარი კერძისაქონლის ხორცის რავიოლიისპანახის და თეთრი ღვინის სოუსი, პარმეზანი.მთავარი კერძიშებოლილი გოგრის რავიოლიმარინარათი სოუსი.დესერტიტირამისუდესერტიტირამისუ4 კაციანი მაგიდისთვის განკუთვნილია: 1 ბოთლი ცქრიალა ღვინო და წყალი. 8 კაციანი მაგიდისთვის განკუთვნილია: 2 ბოთლი ცქრიალა ღვინო, წყალი4 კაციანი მაგიდისთვის განკუთვნილია: 1 ბოთლი ცქრიალა ღვინო და წყალი. 8 კაციანი მაგიდისთვის განკუთვნილია: 2 ბოთლი ცქრიალა ღვინო, წყალი
