soon.ge
თეატრიღონისძიება უკვე ჩატარდა

სამი გოჭი

როდის

აღწერა

რეჟისორი: გელა გელაძე პიესის ავტორი: ნინო ანთიძე მხატვარი: გიორგი გოგიტიძე კომპოზიტორი: მინდია ხითარიშვილი რეჟისორის თანაშემწე: ნანა თოლორდავა მონაწილეობენ: ქეთევან სამხარაძე ირმა მგელაძე ეკატერინე გვარამია ალექსანდრე გაბაიძე სპექტაკლის შესახებ: ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ზღაპარი „სამი გოჭი“ პატარა მაყურებლის წინაშე ამჯერად სრულიად ახალი და ორიგინალური ინტერპრეტაციით გაცოცხლდება. ამ ვერსიაში გოჭები მუსიკოსები არიან, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას გადაწყვეტენ და საკუთარ გზას დაადგებიან. თუმცა მალე ირკვევა, რომ დამოუკიდებლობა მარტივი არ არის - ტყეში მშიერი მგელი ცხოვრობს. როგორც კი მგელი სამ მუსიკოს გოჭს შეამჩნევს, მაშინვე მათ შეჭმას დაისახავს მიზნად. სწორედ აქ იწყება დიდი და სახალისო თავგადასავალი, სადაც გოჭები ერთმანეთის თანადგომით, გამბედაობითა და მეგობრობით შეძლებენ მგლის დამარცხებას. სპექტაკლი პატარა მაყურებელს უყვება თავისუფლების ფასზე, ურთიერთდახმარებისა და ერთიანობის ძალაზე და ასწავლის, რომ ერთად ყოფნა ყოველთვის უფრო ძლიერია. ხანგრძლივობა | 50 წუთი სარეკომენდაციო ასაკი: 3+

სამი გოჭი — ბილეთები · 24 ოქტომბერი, 2026 · soon.ge