
აღწერა
„ჭექა-ქუხილი” ალექსანდრე ოსტროვსკის კლასიკური პიესა, რომელსაც პირველ რუსულ ტრაგედიას უწოდებენ, თავის დროზე XIX და XX საუკუნეების კრიტიკოსთა მძაფრი კამათის საგანი გახდა. გრიბოედოველების სპექტაკლი ამ ქრესტომათიული ნაწარმოების გმირთა სახეების, ხასიათებისა და ურთიერთობების საკუთარ ვერსიას გვთავაზობს. იგი საინტერესოა არატრივიალური ინტერპრეტაციითა და მოულოდნელი ნიუანსებით. მაყურებელი გაოცებით აღმოაჩენს ახალ წახნაგებს, თითქოსდა, კარგად ნაცნობ ნაწარმოებში. სპექტაკლი წარდგენილი იყო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „კაცობრიობის სცენა“ (ჩერკასი, უკრაინა). ავტორი: ა. ოსტროვსკის პიესის მიხედვით ჟანრი: დრამა ორ მოქმედებად დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი, მუსიკალური გაფორმება: ვახტანგ ნიკოლავა კოსტიუმების მხატვარი : ნატალია კობახიძე პრემიერა: 20 ოქტომბერი, 2012 წელი მსახიობები: მიხეილ არჯევანიძე (საველ პროკოფიევიჩ დიკოი, ვაჭარი) არჩილ ბარათაშვილი (ბორის გრიგორიევიჩი) ირინა მეღვინეთუხუცესი (მარფა იგნატიევნა კაბანოვა (კაბანიხა), მდიდარი ვაჭრის ქვრივი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი) ვლადიმერ ნოვოსარდოვი (ტიხონი, მისი ვაჟი) სოფიო ლომჯარია (კატერინა, მისი ცოლი) ანა ნიკოლავა (ვარვარა, ტიხონის და) ოლეგ მჭედლიშვილი (კულიგინი) ვასილ გაბაშვილი (ვანია კუდრიაში) დიმიტრი სპორიშევი / ლუკა ჯიშკარიანი (შაპკინი, მოქალაქე) ნინა ნინიძე (ფეკლუშა, მოხეტიალე ქალი) ნინა კალატოზიშვილი (გლაშა, მოახლე კაბანოვას სახლში) ინა ვორობიოვა (ქალბატონი, ნახევრად გიჟიქალბატონი, ნახევრად გიჟი – ინა ვორობიოვა