
ტრენინგი თემაზე: "რას გვიყვება სხეული"
- როდის
აღწერა
აზროვნების აკადემიაში გაიმართება მარინა კაჭარავას ტრენინგი თემაზე: "რას გვიყვება სხეული". ტრენინგი „რას გვიყვება ჩვენი სხეული“ ეძღვნება სხეულის ენას, ემოციებსა და შინაგან მდგომარეობებს შორის კავშირის უკეთ გაცნობიერებას. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან, როგორ ამოიცნონ სხეულის მიერ გამოგზავნილი სიგნალები, ჟესტები, მიმიკა, ხმის ტონი, დაძაბულობა, შეგრძნებები და სხვა არავერბალური ნიშნები. ვისაუბრებთ იმაზეც, როგორ შეიძლება სხეულის ენა განსხვავდებოდეს სიტყვიერი გზავნილისგან, როგორ ვკითხულობთ სხვა ადამიანის ემოციურ მდგომარეობას და რას გვეუბნება ჩვენი სხეული სტრესის, ბრაზის, სევდის, სიხარულისა თუ დისკომფორტის დროს. ტრენინგი მოიცავს ინტერაქციულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება: უკეთ ამოიცნონ საკუთარი ემოციები და სხეულებრივი რეაქციები; შეამჩნიონ დაძაბულობისა და დისკომფორტის სიგნალები; უკეთ გაიგონ სხეულის ენა და არავერბალური კომუნიკაცია; განივითარონ საკუთარი თავისა და სხვების ემოციური მდგომარეობის მიმართ დაკვირვების უნარი. შეხვედრის მიზანია, მონაწილეებმა უკეთ მოუსმინონ საკუთარ სხეულს, აღმოაჩინონ ის სიგნალები, რომლებსაც ყოველდღიურობაში ხშირად ვერ ვამჩნევთ და საკუთარი თავის შეცნობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზა გაიცნონ. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება