
ტრენინგი - ურთიერთობის პატერნები:„პარტნიორობა მოლოდინები და განმეორებადი სცენარები“
- როდის
აღწერა
აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „ინტეგრა“ გიწვევთ ტრენინგზე - ურთიერთობის პატერნები:„პარტნიორობა მოლოდინები და განმეორებადი სცენარები“, რომელსაც ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ჭანტურია გაუძღვება. რას ველით პარტნიორისგან და რამდენად ვაცნობიერებთ ამ მოლოდინებს? რატომ მეორდება ზოგჯერ ერთსა და იმავე ტიპის სირთულეები სხვადასხვა ურთიერთობაში? ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოებისა და განხილვის გზით დააკვირდებიან საკუთარ გამოცდილებებს, ურთიერთობის ჩვევებს, ემოციურ რეაქციებსა და იმ სცენარებს, რომლებიც პარტნიორულ კავშირებში იჩენს თავს. ყურადღება დაეთმობა იმას, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი პირადი ისტორია, ოჯახური გამოცდილება, მოლოდინები და არაცნობიერი პატერნები იმაზე, თუ როგორ ვირჩევთ პარტნიორს, როგორ ვუახლოვდებით სხვას და როგორ ვრეაგირებთ სიახლოვესა თუ კონფლიქტზე. ტრენინგი განკუვნილია თვითდაკვირვებისთვის, მსჯელობისთვის და საკუთარი ურთიერთობების განსხვავებული პერსპექტივიდან დასანახად რათა უკეთ გავიგოთ არა მხოლოდ ის, როგორ ვურთიერთობთ სხვებთან, არამედ რას ვაკეთებთ თავად ურთიერთობის შექმნის პროცესში. აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება