
Two Chefs’ Dinner — ONO × AMO
- როდის
აღწერა
Two Chefs’ Dinner ONO-სა და AMO-ს განსაკუთრებული კულინარიული კოლაბორაციაა, რომელიც 30 ოქტომბერს რესტორან ONO-ში გაიმართება. საღამოს სტუმრებს შეფმზარეულები მარეხი ზარიძე და ვაკო ვაშაყაშვილი სპეციალურად შექმნილ საშემოდგომო მენიუს წარუდგენენ.მენიუ სეზონური ინგრედიენტებითა და ორიგინალური გემოების კომბინაციებით არის შთაგონებული. სტუმრებს დახვდებათ სეზონური დიფები, ჭარხალი მაყვლის ტყემალში, სოკო შებოლილი სულგუნის მუსითა და ტარხუნით, იხვის მკერდი გოგრის რიზოტოთი და მოცვის სოუსით, ხოლო საღამოს გოგრის დესერტი დაასრულებს.თითოეულ კერძს საგანგებოდ შერჩეული ღვინო შეავსებს, რომელიც კერძის გემოსა და არომატებს კიდევ უფრო გამოკვეთს.შემოგვიერთდით 30 ოქტომბერს ONO-ში და აღმოაჩინეთ სეზონური პროდუქტების, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ღვინის შეხამების განსაკუთრებული გამოცდილება.რეზერვაცია: +995 574 480 874.