
აღწერა
2 დღე რაჭაში - განვიტვირთოთ, გავერთოთ და შემოდგომა ერთად შევიგრძნოთ! 🍂🏔️ გაექეცით ყოველდღიურ რუტინას და შემოგვიერთდით რაჭის ულამაზეს შემოდგომაში! წინ გველოდება ბუნებაში გასეირნება, ახალი ადამიანების გაცნობა და ერთად გატარებული დასამახსოვრებელი ორი დღე. ⛰️ პირველ დღეს მოვინახულებთ: ცხრაჯვარს, შაორს, ნიკორწმინდას, ბარაკონსა და საყინულეს. 🌲 მეორე დღეს ვესტუმრებით: შოვსა და ფარახეთს. სურვილისამებრ, შოვში სოკოსაც დავკრეფთ. პროგრამაშია ლაშქრობები, თამაშები, ბევრი სიცილი, საღამოს საუბრები და ემოციების გაზიარება. რაჭული განწყობის შესაქმნელად გაგიმასპინძლებით: რაჭული ლობიანით, რაჭული ლორით, ღვინით, ყველითა და ხაჭაპურით. ერთი ადამინის ღირებულება - 370 ₾ ფასში შედის: 🚐 ტრანსპორტი; 🏨 განთავსება ონში, 4-ვარსკვლავიან სასტუმრო „ნოველაში“ და დილის საუზმე; ⭐️ გიდის მომსახურება. ორი დღე, უამრავი ემოცია და ახალი მოგონებები - შემოგვიერთდით! ადგილები შეზღუდულია. 🤍 ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ ხანგრძლივობა: 2 დღე / 1 ღამე აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება