
ერთი ცის ქვეშ | რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა
- როდის
აღწერა
ლევან პაატაშვილის რეტროსპექტივას ორი ფილმით დავასრულებთ, ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ“ და ნანა ჯორჯაძის „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“. ორი განსხვავებული რეჟისორისა და კინემატოგრაფიული ხედვის შეხვედრა, რომელთა გამაერთიანებელი ლევან პაატაშვილის კამერით შექმნილი სამყაროებია. ერთი ცის ქვეშ | რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე | 1961 სამი ნოველისგან შემდგარი ფილმი სხვადასხვა ეპოქაში — 1921, 1941 და 1961 წლებში — მცხოვრები ადამიანების ისტორიებს აერთიანებს. სიყვარულის, პირადი არჩევანისა და ისტორიული ცვლილებების ფონზე ფილმი სამი ქალის ბედს გვიყვება და სხვადასხვა დროში მცხოვრები ადამიანების განცდებსა და გამოცდილებებს ერთმანეთთან აკავშირებს. რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა | რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე | 1986 1920-იანი წლების საქართველოში ინგლისელი ინჟინრისა და ქართველი ქალის სიყვარულის ისტორია ვითარდება. კულტურული განსხვავებები, ისტორიული გარემო და უჩვეულო პერსონაჟები ქმნის იუმორით სავსე ამბავს, რომელიც სიყვარულთან ერთად უცხოობისა და ეპოქის წინააღმდეგობებსაც იკვლევს. 1987 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ მიიღო. ხანგრძლივობა: 160 წთ ენა: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება