
აღწერა
MAGIC JAZZ IN BATUMI ვიტალი იმერელის სოლო კონცერტი 18 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს მსოფლიოში აღიარებული მევიოლინის, ვიტალი იმერელის სოლო კონცერტს „Magic Jazz in Batumi“. ვიტალი იმერელი ორი მუსიკალური ალბომის ავტორი და არაერთი ალბომის თანაავტორია. მისი შემოქმედებითი კარიერა მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონცერტებსა და პრესტიჟულ საერთაშორისო ჯაზფესტივალებში მონაწილეობას. მუსიკოსს მრავალწლიანი საერთაშორისო საკონცერტო გამოცდილება აკავშირებს ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან Benny Golson (ბენი გოლსონი), Larry Coryell (ლარი კორიელი), Stanley Jordan (სტენლი ჯორდანი), Rosenberg Trio (როზენბერგ ტრიო), Didier Lockwood (დიდიე ლოკვუდი), Lenny White (ლენი უაიტი), Richie Cole (რიჩი კოული) და სხვები. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებში: Pori Jazz (ფინეთი), Django Festival (ნიუ-იორკი), North Sea Jazz (ნიდერლანდები), Aarhus Jazz (დანია), Baltic Jazz და სხვა. კონცერტზე ვიტალი იმერელთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან ფინეთში მოღვაწე, საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოსები: 🎹 მარიან პეტრესკუ (Marian Petrescu) - ფორტეპიანო. „გრემის“ ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი, რომელმაც აღიარება ოსკარ პიტერსონისადმი მიძღვნილ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობისთვის მოიპოვა. 🎻 იონას ტუური (Joonas Tuuri) - ბასი. საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ცნობილი ჯაზკომპოზიციები, რომლებიც გამორჩეული მუსიკოსების ინტერპრეტაციით შესრულდება. ღონისძიება ტარდება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით. აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება